უკრაინელებს ძალიან გვიყვარს ქართველები, იდექით ჩვენთან ერთად, დაგვეხმარეთ რითაც შეგიძლიათ, ჩვენი მომავალი თქვენი მომავალია, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, თქვენც გაიმარჯვებთ – ასე მიმართა უკრაინელმა მუსიკოსმა, გაეროს კეთილი ნების ელჩმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა ქართველ ხალხს სატელევიზიო ჩართვისას.
მისი თქმით, უკრაინაში დაბრუნდა, რათა გვერდით დაუდგეს მის ხალხს.
“არა მხოლოდ მე, მამაკაცთა უმრავლესობამ, ვინც გადაწყვიტა სამშობლოს დაცვა, ხელში იარაღი აიღო. მე ჯერჯერობით სიტყვას ვარჩევ იარაღს, ძირითადად იმით ვარ დაკავებული, რომ საავადმყოფოს სექტორს ვეხმარები, ტერიტორიული თავდაცვის მერბრძოლებს და ჯარს ვეხმარები, მივდივარ ცხელ წერტილებში, ქვეყნის სამხრეთში და აღმოსავლეთში, სადაც ადამიანებს საბრძოლო განწყობას ვუწევ. მათ განწყობის აწევა არ სჭირდებათ, მაგრამ ვცდილობ, ხასიათი და განწყობა გავუუმჯობესო“, – განაცხადა ვაკარჩუკმა.
მისი თქმთ, უკრაინელების მთავარი ძალა მათი მოტივაციაა.
“ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძვით, ამიტომაც უკრაინის არმიის მოტივაცია ძალიან მაღალია, ვიდრე რუსეთის ჯარის, სადაც ნახევარს საერთოდ ვერ გაუგია, რას აკეთებს უკრაინაში, მეორე ნახევარი კი უბრალოდ, დებილურად ასრულებს ბრძანებებს და იმითააა დაკავებული, ამ უაზრო ომით, რომელიც მათ დაიწყეს, ანადგურებენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას“, – განაცხადა მუსიკოსმა.
მისი თქმით, მტერი ვერც კიევს და ვერც სხვა დიდ ქალაქებს ვერ აიღებს. რაც შეეხება მის სიმღერას -„მე უბრძოლველად არ დავნებდები“, რომელიც ამ ომის ჰიტად იქცა, ამბობს, რომ სიმღერა სიყვარულზეა და არა ომზე, იმედოვნებს, რომ მალე მისი სხვა სიმღერა – „ყველაფერი კარგად იქნება“ უფრო აქტუალური გახდება.