სამხედრო წვრთნების დროს ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აღმოჩენილ თვითმფრინავებს შორისაა J-11, J-16, Su-30 და J-10 გამანადგურებლები, სტრატეგიული ბომბდამშენები H-6.
წვრთნების ფონზე, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ თვალყური ადევნა 57 სამხედრო თვითმფრინავს და ოთხ გემს.