spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტალინში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს ელჩის ფოტოები ქუჩებში გააკრეს

“დაკარგულია” – ამ შინაარსის პოსტერები დღეს ტალინის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეებმა გააკრეს.

ესტონეთში მცხოვრები ქართველები რამდენიმე დღეა, ესტონეთში საქართველოს ელჩთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ზურაბ ხამაშურიძე არ ჩანს.

“საქართველოს ხელისუფლება სცემს, აპატიმრებს და სასტიკად არბევს პროდემოკრატიულ მომიტინგეებს. ამის მიუხედავად, საქართველოს ელჩმა დუმილი არჩია.

ჩვენ, ქართველებმა, არაერთხელ მივმართეთ ელჩს, ვითხოვეთ დიალოგი, ვეძებთ პასუხებს და ვითხოვთ პასუხისმგებლობას. მაგრამ პასუხების ნაცვლად ელჩი მიიმალა – თავი აარიდა შეხვედრებს, უგულებელყო ზარები და უარი თქვა შეხვედრაზე.

მოვუწოდებთ ელჩს შეასრულოს თავისი მოვალეობა: გამოხატოს პოზიცია, შეგვხვდეს და უპასუხოს ჩვენს კითხვებს.

დუმილი არ არის ნეიტრალიტეტი, ეს არის თანამონაწილეობა“ – წერენ საქართველოს მოქალაქეები.

ესტონეთში მცხოვრები ემიგრანტები 5 დეკემბერსაც იმყოფებოდნენ საელჩოში, თუმცა დაცვამ მათ შენობაში გაჩერების უფლება არ მისცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები