რამშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრის დროს უკრაინის მოკავშირე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მას ახალი აღჭურვილობა მიეწოდება, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები შვედეთიდან ტანკებს მიიღებს, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
“შვედეთი უკრაინას 10 ტანკს მიაწვდის, ნორვეგია აშშ-სთან ერთად ახალ NASAMS-ს (საჰაერო თავდაცვის სისტემებს), ნიდერლანდებიც ახალ კონტრაქტებს დადებს, რათა უკრაინაში ახალი შეიარაღება შევიდეს“, – განაცხადა ოსტინმა.
მისივე თქმით, სლოვენიამ აიღო ვალდებულება, უკრაინის გარკვეული თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთს სურს უკრაინას 10 მოდერნიზებული Leopard 2-ის ტანკები მიაწოდოს.