მარნეულის მუნიციპალიტეტში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული ძმებიდან ერთი არასრულწლოვანია.
“მთავარის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები მარნეულის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები არიან.
არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი თბილისიდან წაიყვანეს, მოკლეს და ცხედარი მდინარის პირას დამარხეს.
მკვლელობის შემდეგ ძმებმა მოკლული მამაკაცის მანქანა ერთ-ერთ ადგილობრივს მიჰყიდეს.
მოკლული 53 წლის მამაკაცის ცხედარს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.