spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის დაკავებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის დაკავებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული თავადაა მსხვერპლი და ამ გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა მის მიმართ უკანონო საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

“არც ყაჩაღობას, არც ანგარებით მოტივს ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი იყო, რეალურად, სპეკულაცია და ჭორი. მეტსაც გეტყვით, არასრულწლოვანს, მათ შორის, არც ხულიგნური ქვენაგრძნობა არ აქვს წარდგენილი დამამძიმებელ, მაკვალიფიცირებელ გარემოებად. ეს ნიშნავს იმას, რომ უმიზეზო მკვლელობა არ ყოფილა ეს. საჭესთან იჯდა ის პირი, რომელიც გარდაიცვალა, სწორედ მან მიიყვანა არასრულწლოვანი იმ მიყრუებულ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, აქვე, დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მას წარდგენილი ბრალად არ აქვს და, გამორიცხულია, ყაჩაღობა, ხულიგნური ქვენაგრძნობა, ანგარებითი მოტივი.

საქმეზე დანიშნულია რიგი ექსპერტიზები, მათ შორის, კომპლექსური, ფსიქოლოგიური-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც უკვე ჩატარებულია, ველოდებით პასუხს. დაცვის მხარემ ჩაატარა კომპლექსური, პარალელური გამოძიება, რომელმაც გამოავლინა შესაძლო სამოხელეო დანაშაულები, ძალოვანი უწყებების თანამშრომლობის მხრიდან”, – განაცხადა არასრულწლოვანის ადვოკატმა.

მკვლელობა ხაშურის გარეუბანში მიმდინარე წლის 21 აგვისტოს მოხდა. ბრალდებული არასრულწლოვანია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასაკის მხედველობაში მიღებით, თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები