spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტარიელ ნაკაიძე – თუ ჩვენ მსგავსს საკითხებს გავატარებთ, არასდროს არ გვექნება ამ ქვეყანაში სიმშვიდე და კეთილდღეობა

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ადიგენში დღეს მომხდართან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ, რომ თუ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, სახელმწიფომ უნდა მიხედოს მსგავს შემთხვევას. შესაბამისად, ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ეს ფაქტი დაახლოებით 1 წელზე მეტია პრობლემატურია, შესაბამისად, იყო საუბრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მე დღესაც მქონდა კონტაქტი და ამბობდნენ, რომ ამ საკითხს მოაგვარებენ, თუმცა პრაქტიკულად რეაგირება არ არის და შესაბამისად, ფაქტი, რაც ვნახეთ სასულიერო პირების გამონათქვამებით, მართლმადიდებლური მრევლის გამონათქვამებით, მუქარებით, ვფიქრობ, არ მოიტანს კარგს და მოვუწოდე დღეს პრემიერმინისტრს, ვცდილობ დავუკავშირდე, პირადად ავუხსნა ეს თემა, სიმძიმე საკითხის, რომელიც აქ დგას და შესაბამისად, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემის მომასწავებელი.

 

აუცილებელია, საპატრიარქომ საკუთარ სასულიერო პირებს მიხედოს, შესაბამისი მითითებები მისცეს, რომ არ შეიძლება ადამიანების დისკრედიტაცია, მსგავსი დამოკიდებულება. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, რომ საკუთარი სახლი იქნება თუ სამლოცველო, სადაც მას სურს შეასრულოს ლოცვა, ამაში წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს, არ აქვთ უფლება. […] ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, იმიტომ, რომ აქ იყო მუქარები, იმ ადამიანებს პრაქტიკულად ემუქრებათ საფრთხე, იმიტომ რომ ის ვინც თავს ესხმოდა დღეს, სასულიერო პირების ჩათვლით, იმუქრებოდა და ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, რომ ცუდი სანახავი იყო.

 

მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ სამართლებრივად შეაფასოს ეს. როგორც ვიცი და გამაგებინეს, მუსლიმები გადაიყვანეს ახალციხის პოლიციის სამმართველოში, ჯერ ამბობენ, რომ არ არის გამოძიება დაწყებული. არ ვიცი, იქ რა მდგომარეობა და რა ზეწოლებია ამ ადამიანებზე, ესეც ძალიან სერიოზული პრობლემებია და ვიცი, ახლა როგორ დაიწყებენ ზეწოლებს მათზე. ეს საკითხი დათმობას არ ექვემდებარება. თუ ჩვენ მსგავსს საკითხებს გავატარებთ, არასდროს არ გვექნება ამ ქვეყანაში სიმშვიდე და კეთილდღეობა”, – აცხადებს ნაკაიძე “ფორმულასთან”.

 

ადიგენის ცენტრში მუსლიმებს დღეს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები