ჭიათურამ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა.
ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარე სკვერში, სადაც უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცეები მოეწყო. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
საღამო გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა “ფორტემ” და ბენდმა Mix2ra-მ.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღამო მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.