spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურაში ახალი თოჯინების თეატრი პრემიერით გაიხსნა

ჭიათურაში ახალი თოჯინების თეატრი პრემიერით გაიხსნა. მაყურებელმა სპექტაკლი -“უღუ და თეთ” ნახა. 

 

ნინო ნაკაშიძის მოთხრობის მიხედვით წარმოდგენა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა.

 

პრემიერას და განახლებული თოჯინების თეატრის გახსნის ცერემონიას წინ თეატრალიზებული წარმოდგენა უძღოდა.

 

ახლად რეაბილიტირებულ თეატრს  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ესტუმრა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას და განსაკუთრებით, ბავშვებს  მნიშვნელოვანი დღე მიულოცა.

 

თოჯინების თეატრი მდებარეობს კულტურულ-შემოქმედებით ცენტრში, რომელსაც კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა: მოეწყო სცენა, არსებული სკამები შეიცვალა ახლით, განახლდა იატაკი, დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების სისტემა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პრემიერას მე-12 სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები