spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. პროტესტის მეშვიდე დღეს 10 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.

 

მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” არანაირ დათმობაზე არ წავიდა.

 

3000-ზე მეტი დასაქმებული ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

 

“კომპანიამ მუშაობის გეგმა მოგვიმატა, თუმცა ტექნიკა გვაქვს საშინელი. სატვირთო ვაგონები, რითაც პროდუქცია გამოგვაქვს უვარგისი და ჩამოწერილია. ხელფასები გვაქვს ძალიან მცირე, შრომას გვიზრდიან, ხელფასებს არა.  გაღატაკდა ხალხი, სასადილო ჩვენ არ გვაქვს, პატარა პურის ნატეხს მოგვცემენ და ეგაა. ვითხოვთ ხელფასების მომატებას”, – აცხადებს  გაფიცული მაღაროელი  იუზა მაჭარაშვილი.

 

გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები