spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურაში, კულტურის ცენტრთან არსებულ სახლ-მუზეუმში ქალაქის თეატრის შესახებ ისტორიული მასალები ინახება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ გ.ნუცუბიძის სახელობის სახლ-მუზეუმში ჭიათურის თეატრის მოღვაწეების პირადი მასალები, წერილობითი წყაროები, ხელნაწერები და ფოტო მასალებია დაცული.

 

სახლში გასულ საუკუნეში თეატრის დიდი კორიფეები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები იკრიბებოდნენ.

 

სახლში, სადაც იმართებოდა ჩაის საღამოები და წყვეტდნენ ჭიათურის თეატრის ბედ-იღბალს, 1983 წლიდან თეატრალური მუზეუმი ფუნქციონირებს და ქალაქის თეატრის ისტორიას ინახავს.

 

ქართული თეატრის დაარსების დღესთან დაკავშირებით სახლ-მუზეუმზე “რუსთავი 2”-მა სიუჟეტი მოამზადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები