ჭიათურაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები – გოგი ჩიკვილაძე, სიმონ ჯაფარიძე, ქეთი ცხოვრებაძე, ზურაბ კეთილაძე და ილიკო ჩიკვილაძე “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებენ.
“პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს”, – აცხადებენ ახლა უკვე პარტიის ყოფილი წევრები.
დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ასევე დატოვა ზუგდიდის საკრებულოში პარტიის 14-მა წევრმა.