spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

ჭიათურელი მაღაროელები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

ისინი ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაციას მოითხოვენ. მათი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გააუქმოს “ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეკრულება და სხვა კომპანიით ჩაანაცვლოს.

ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, მათ სურთ, რომ სამმხრივ კომისიაში, მთავრობასთან ერთად განიხილონ საკითხები.

“დაგვსვან სამმხრივ კომისიაში, ვისაუბროთ მთავრობასთან ერთად. ჩვენი შემდეგი მოთხოვნა არის ბანკების და ხელფასების შემდეგ, რომ სახელმწიფომ გადაიბაროს “ჭიათურმანგანუმში” მოპოვებითი სამუშაოები, ჰყავდეს წარმომადგენელი ადამიანი. ვალდებულება ჰქონდეს აღებული და ჭიათურელ სპეციალისტებთან ერთად მართოს ეს საწარმო.

ჩვენი შემდეგი მოთხოვნაა ფონდი, რადგან ჭიათურას გადარჩენა სჭირდება და ახალი სამუშაო ადგილები, რადგან მანგანუმის მოპოვება არის ამოწურვადი”, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

მაღაროელები სამმხრივ კომისიაში ჭიათურელი მაღაროელების ყოფნას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, ეს მაღაროელები უფრო ზუსტად და სწორად ისაუბრებენ ჭიათურის პრობლემებზე.

ჭიათურელი მაღაროელები თვეზე მეტია, საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნებია – შეხვედრა მთავრობასთან; ინვესტორის წასვლა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღება; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას; დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები