spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი დღეიდან თბილისში გაგრძელდება

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი დღეიდან თბილისში გაგრძელდება.

მაღაროელები 25 დღეა, დამსაქმებელი კომპანიის მიერ თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებას და კუთვნილი ანაზღაურების არმიღებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, კომპანიამ 3 620 თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.

მაღაროელები კონკრეტულ მოთხოვნებს აჟღერებენ, მათ შორისაა ის, რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიის მართვაზე.

“დღეს არის 25-ე დღე, რაც ჭიათურაში არის პროტესტი. პროტესტი ეხება კომპანიისგან უკანონოდ გათავისუფლებას 3 620 ადამიანისას. საპასუხოდ, დასაქმებულებმა მოითხოვეს კომპანიის გაშვება, მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიის მართვაზე, დღის წესრიგში დადგეს სასწრაფოდ შესასრულებელი ორი და სამ თვიანი დასარიცხი ხელფასები, რომელიც კომპანიამ არ გადაიხადა. ასევე, არის საბანკო პრობლემები. უკვე სამი თვეა, ადამიანებს ბანკის პრობლემები აწუხებთ.

ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა ის დოკუმენტი და ფაქტი, რის გამოც, კომპანია ამბობს, რომ არის გაკოტრებული”, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

მაღაროს თანამშრომლების მთავარი მოთხოვნებია – შეხვედრა მთავრობასთან; ინვესტორის წასვლა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღება; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას; დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები