17 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში “ქართული ლიგის” ფინალი გაიმართა.
ფინალში 6 იუმორისტული გუნდი მონაწილეობდა: აბაშა – “სულგუგუნი”, ჭიათურა – “შავი ოქრო”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – “შერეკილი”, ბათუმი – “3200”, ბაღდათი – “შანსი”, ხარაგაული – “ჭირიმე”.
სამივე ტურის შედეგად, ჟიურის ქულათა უმაღლესი შეფასებით, “შავი ოქრო” ქართული ლიგის 2024 წლის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მონაწილე გუნდების მომზადების დონისა და ხარისხისა, ჭიათურელთა გუნდი ქართული ლიგის 2024 წლის ასპარეზობის აღმოჩენად აღიარეს.
ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ესწრებოდა.