spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულმა მრავალპროფილიანმა თავისუფალმა თეატრმა ლიეტუვაში გრან-პრი მოიპოვა

ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულმა მრავალპროფილიანმა თავისუფალმა თეატრმა ლიეტუვის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში “მასკარადი” მიიღო მონაწილეობა და გრან-პრი მოიპოვა.

ქალაქ კაუნასში ჩატარებულ ყოველწლიურ ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა სპექტაკლი “სისხლი”(ნოდარ დუმბაძის მოთხრობების: “სისხლი” და “ძაღლის” მიხედვით), რომლის რეჟისორიც გეგა ქურციკიძეა.

ფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა გურამ შუკაკიძე, ხოლო პაპუნა შუკაკიძე, როგორც ყველაზე პატარა მონაწილე დასახელდა ფესტივალის აღმოჩენად.

კულტურის ცენტრი მრავალპროფილიან თავისუფალ თეატრს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას უსურვებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები