spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის მერის მოადგილე და ინფექციონისტი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ზოდის მოსახლეობას შეხვდნენ

ვაქცინაციის კამპანია და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაცია – ამ მიზნით დღეს სოფელ ზოდის მოსახლეობას ჭიათურის მერის მოადგილე დავით ბიწაძე და ექიმი ინფექციონისტი მარინა ცუხიშვილი შეხვდნენ.

 

ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ვაქცინაციის აუცილებლობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს მისი უმნიშვნელოვანესი როლი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. 

 

სოფლად ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს. 

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქე პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიან დანამატს მიიღებს. პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები