spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

 

აფხაზეთის ომს 18 ჭიათურელი ჯარისკაცი შეეწირა, 4 მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.

 

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 5 ათასი ქართველი ჯარისკაცი და 8 ათასი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 400 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები