spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად, პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად, პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. 

 

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. 

 

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. 

 

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, აქცია გრძელდება. გახსნილია ანგარიში – 300268800. 

 

“პარალელურად, დახმარების გაწევის მსურველებს შეუძლიათ სხვადასხვა ნივთების შეგროვება. (ნებისმიერი არამალფუჭებადი პროდუქტის გარდა) ამანათები შეგიძლიათ მოიტანოთ მისამართზე: ნინოშვილის ქუჩა#7 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, პირველი სართული. საკონტაქტო პირი – იოანე ვაშაძე. ტელ: 551 25 05 15“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები