spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის თეატრის წინ იზა ჯიშკარიანის და ლილი თავაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ჭიათურის თეატრის წინ საქართველოს დამსახურებული არტისტების – იზა ჯიშკარიანის და ლილი თავაძის ვარსკვლავი გაიხსნა. 

 

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად  დაესწრო.

 

ვარსკვლავის გახსნას წინ უძღოდა მსახიობების  შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ, იმერეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ლევან როხვაძემ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა როდერ ჩაჩანიძემ, თეატრმცოდნე მარინა ხარატიშვილმა, ჭიათურის საპატიო მოქალაქე ნანული წერეთელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა მსახიობების შემოქმედებასა და თეატრში მათ მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

 

საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებულ არტისტებს – იზა ჯიშკარიანს და ლილი თავაძეს სესილია თაყაიშვილის სახელობის ჯილდო მიენიჭათ.

 

საქართველოს დამსახურებული არტისტები, ჭიათურის საპატიო მოქალაქეები იზა ჯიშკარიანი და ლილი თავაძე თითქმის 60 წელია, რაც ჭიათურის თეატრში მოღვაწეობენ. შესრულებული აქვთ 100-ზე მეტი როლი.

 

იზა ჯიშკარიანს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2018 წელს “ხელოვნების ქურუმის” წოდება მიენიჭა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები