spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის თეატრში “დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ჭიათურის ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა

11 თებერვალს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში “დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ჭიათურის ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა.

 

პროექტი საინიციატივო ჯგუფის “ახალგაზრდები მომავლისათვის“ (პროექტის ხელმძღვანელი როსტომ ლაბაძე) ეგიდით და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროგრამით განხორციელდა. 

 

ჩემპიონატის მიზანი ახალგაზრდებში დებატების კულტურის ამაღლება და ანალიტიკური აზროვნების განვითარება გახლდათ.

 

ფინალურმა ტურმა  საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოავლინა. 

 

ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი “მინევრა” გახდა. მეორე ადგილი  – “აკადემიამ” მოიპოვა, ხოლო მე-3 საპრიზო ადგილი “არგოს” ხვდა წილად.

 

გუნდები სიმბოლური საჩუქრებით და ფულადი თანხით ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

 

გამარჯვებულ გუნდს თასი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ გადასცა. 

 

მერმა პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჭიათურის მერია კვლავაც  მზად არის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინტელექტუალურ პროექტებში ჩართულობას და  ასეთი ფორმატით ერთმანეთს შორის ინტერაქციას. 

 

პროექტი  ჭიათურის მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდა. მასში 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

 

პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, მულტიფუნქციური ცენტრი და კულტურის ცენტრი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები