ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების დაკავებას ცდილობენ.
მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, რის გამოც, ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა. გადაკეტილია ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩები.
პარლამენტის მიმდებარედ კი განლაგებულია სპეცდანიშნულების რაზმი.