spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ჭყონდიდის მიტროპოლიტისგან მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდების მტკიცებულებებს ითხოვენ

ჭყონდისის ეპარქიის 20-ზე მეტი სასულიერო პირი მეუფე სტეფანესგან იმ მტკიცებულებებს ითხოვს, რითიც ის, მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს დაადასტურებს. 

საჩივარი მათ ჭყონდიდის ეპარქიაში ცოტა ხნის წინ შეიტანეს. 

"ჩვენ ვითხოვთ მოხდეს შეკრება ადგილობრივ სამღვდელოებასთან ერთად, სადაც დასახელებული ბრალდება, რომელიც მეუფე სტეფანემ, ბალდის მონასტრის სატრაპეზოში წარადგინა, რომ მეუფე პეტრეს ყაზბეგში შვილი ჰყავს და მას გერმანიაში ზრდიან, ვითხოვთ, ეს ყველაფერი იქნას გამოძიებული, ფაქტები დადებული. არ დავნებდებით, არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ, რომ ეს უსინდისობა, უნამუსობა ეკლესიაში, ადამიანების მიმართ ასეთი ბრალდებების წაყენება შეწყდეს", – განაცხადეს სასულიერო პირებმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები