spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტედროს ადანომ გებრეისუსი – მოვუწოდებთ ქვეყნებს, დაიცვან საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვების გამოცხადებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

 

“შეშფოთებული ვართ იმ ნარატივით, თითქოს ვაქცინაციის დამსახურებით, იმის გამო, რომ „ომიკრონს“ მაღალი გადაცემის მაჩვენებელი და დაბალი სიმძიმე აქვს, ვირუსის გადაცემის შეჩერება შეუძლებელია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

 

მისი თქმით, მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ლეტალურ შემთხვევას.

 

“ჩვენ არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები