საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დუროვი დააკავეს შაბათს საღამოს, როდესაც ის საკუთარი თვითმფრინავიდან გადმოვიდა ლე ბურჟეს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე. 39 წლის რუსი პროგრამისტს ფრანგული პასპორტით დაცვა და ქალი ახლდნენ.
დუროვი რეგისტრირებული იყო ძებნილ პირთა საქმეში და ის პარიზში აზერბაიჯანიდან ჩავიდა. საფრანგეთმა მასზე ადრე ძებნის ორდერი გასცა.
პაველ დუროვს ბრალად ედება საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ტერორიზმი, ნარკოტიკების გაყიდვა, ფულის გათეთრება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
დუროვის ქონება დაკავებამდე 15.5 მილიარდს შეადგენდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 120 ადამიანში შედიოდა.