spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე.

 

​მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.

 

“სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 20:00- მდე, შესვენების გარეშე“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები