spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი სხდომიდან გააძევეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი გააძევა.

 

“იმიტომ რომ ვეძახე რომ არიან რუსები, მოღალატეები, მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელის შემდეგ მიწა, რა მუხლების განხილვა ხალხო, რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა, მე შვიდი ნოემბრის მონაწილე ვარ, არა 26 მაისის, მე მსგავსი, რაც გუშინ ვნახე, არაფერი მინახავს, როგორ ბედავს საერთოდ ყაველაშვილი, რომ საერთოდ ტონალობა აუწიოს როცა მელაპარაკება, ვუთხარი, რომ ასე მიჩვეული ხარ ეტყობა სახლში და იქ ისაუბრე მეთქი”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ჩარკვიანის შემდეგ პაპუაშვილმა სამადაშვილი გააძევა.

 

“ჩემი შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ გუშინ, პუტინის მთავარმა იდეოლოგმა, დუგინმა დაწერა, მიესალმა საქართველოს ხელისუფლებას და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის კედლებს ახლა ასკდებიან უცხოელი აგენტები და რა თქმა უნდა, მთავრობამ მათ არაფერი უნდა დაუთმოს. ამის პარალელურად, ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ევროკავშირის მკაფიო პოზიცია, მიიღება ეს კანონი, შეწყდება საქართველოსთან ყოველგვარ ევროპულ მომავალზე საუბარი და დაიწყება უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, სავარაუდოდ, ჩემი ინფორმაციით, ამაზე უკვე სერიოზული მსჯელობა მიდის ბრიუსელში, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები