spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თაკო ჩარკვიანი – დასავლურ, მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ჰყავს ცუდი, გარიგებაში შესული ლიდერი

მერაბიშვილის დემონიზირება მოახდინეს,  რომ თურმე ნიკა მელიას იმიტომ ვერ უშვებენ, რომ მერაბიშვილის მოსვლის ეშინიათ,  – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. 

 

ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.  

 

“მერაბიშვილს საერთოდ არ ვიცნობ, გირგვლიანის გამო ვართ მთელი ცხოვრება დაპირისპირებული. დემონიზირება მოახდინეს,  რომ თურმე ნიკა მელიას იმიტომ ვერ უშვებენ, რომ მერაბიშვილის მოსვლის ეშინიათ. ვინ არის ამის დებილი, ვისაც ამის სჯერა?მაპატიეთ, გონებასუსტთა პარტიაა, რომ  ვერ მოახერხეს, ერთი კაცი გაუშვან და  მოიყვანონ ორხელა, ორფეხა,  გონიერი,  მოქმედებაში მოსული ლიდერი 600 ათასიანმა პარტიამ? სჯერა ახლა ამის ვინმეს? მივხვდეთ, რაშია საქმე, თავს ნუ ვიტყუებთ. დასავლურ, მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ჰყავს ცუდი, გარიგებაში შესული  ლიდერი. გარიგება არის სხვადასხვაგვარი, ზოგი ფულს იღებს, ზოგს ეშინია, ზოგი ციხის მერე გააბეს. მოვა დრო და კიდევ მეტს ვიტყვი, ახლა იმის დროა მხოლოდ, რომ იქ ჩატარდეს არჩევნები და მოძლიერდეს მელიას მიერ შუაზე გახლეჩილი და განგრეული პარტია“ , – განაცხადა ჩარკვიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები