ძნელია პრეზიდენტის განცხადებებს რაიმე მნიშვნელობა მიანიჭო, როდესაც არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონმერმა დეპუტატმა, პარტია “კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ისეა შებოჭილი მისი “დამნიშნავის“ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ თავის უფლებამოსილებას არ, ან ვერ ახორციელებს.
“გვიხარია, როდესაც დღევანდელი აღვირახსნილი ხელისუფლების პირობებში ვინმე დასავლეთის მიმართ მართებულ განცხადებას გააკეთებს, მაგრამ გვიხარია და მეტი არაფერი. როდესაც მას ხელთ აქვს შეწყალების ბერკეტი და და არ იყენებს, ეს შეეძლო მას გაეკეთებინა მესამე პრეზიდენტთან და ნიკა გვარამიასთან მიმართებით, როდესაც ასეა შებოჭილი იმ ადამიანისგან, ვინც ის “დანიშნა“, საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, ამის შემდეგ უკვე ძნელია მის განცხადებებს რაიმე მნიშვნელობა მიანიჭო. ეს გავს, გადამწვარ ნაძვის ხეზე ბრჭყვიალა სათამაშო ჩამოკიდო.
პრეზიდენტს თავისი “კეთილი სურვილები“ არასოდეს არ, ან ვერ მოყავს სისრულეში, საჭიროა მეტი პრინციპულობის გამოჩენა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.