spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თაკო ჩარკვიანი – მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ტიპი არ იყოს ჩასაფრებული მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც კვლავ გააჩერებს და სტაგნაციას მოუტანს მოძრაობას

მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ტიპი არ იყოს ჩასაფრებული მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც კვლავ გააჩერებს და სტაგნაციას მოუტანს  მოძრაობას, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. 

 

ის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობასა და მიხეილ სააკაშვილის თემის დაბლოკვაში ადანაშაულებს. 

 

“რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ უშიშროებამ  იმუშავა, იმუშავა და ეს კაცი (ზვიად გამსახურდია) დატოვეს სრულიად მარტო, ვიდრე არ მივიდა იქ,  საბედისწერო გასროლამდე…

 

სააკაშვილთან მიმართებით ვხედავ, როგორი მუშაობა მიდის, რომ ასევე ძალიან მარტო დატოვონ და შემცირდეს მისი მხარდამჭერები, ან აჩვენონ საზოგადოებას ასე. მაგალითად,  ჯანდაცვის სამინისტროსთან ნიკა მელიამ მიიყვანა ხალხი და სულ რაღაც 50 კაცი იყო. ამ დროს საკრებულოებიდან რომ გამოიძახოს “პატივცემულმა“ მელიამ… სააკაშვილი ხო არ ეტყოდა  500 კაცით არ მოხვიდე, 50-ით მოდიო? თავის დროზე გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციაშიც ჩაყო ფეხი, ეს იმას კი არ ნიშნავს, მთელი ოპოზიცია მოისყიდა, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თქვენ ხო იცით, ერთი შხამის წვეთი თაფლში რა არის. ახლა გეუბნებით, ნიკა მელიასთან ჩადეს ფეხი. ნიკას აქვს ლაგამი. მე მხოლოდ იმას  ვამბობ, რაც ვიცი და არა ვარაუდს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

 

მისი თქმით, მისთვის მთავარია პროდასავლური ოპოზიცია იყოს ერთიანი და მის სათავეში არ იყოს ისეთი ვინმე, ვინც შეაფერხებს ამ მოძრაობას.

 

“სულ არ არის იმის მომხრე, მაგრამ ყველა ადამიანი არის მომხრე იმისა, რომ ეს ადამიანი [მიხეილ საკაშვილი] გადარჩეს ცოცხალი. მე ახლა ცქიფურიშვილს შემომიგზავნის ნიკა მელია ტროლად ეთერში თუ ლაგვილავას, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე რომ ვიტყვი ამას ეთერში, ე.ი. ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე და ვიცი. არც კეზერაშვილი მაინტერესებს. მე მაინტერრესებს როგორმე დასავლური ვექტორი გავერთიანდეთ, მაგრამ მნიშვნელობა აქვს,  რომ ამ დასავლურ ვექტორში, მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, ისეთი ტიპი არ იყოს ჩასაფრებული,  რომელიც კვლავ გააჩერებს და სტაგნაციას მოუტანს  მოძრაობას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები