spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თაკო ჩარკვიანი – ოპოზიციის დიდ ნაწილში ბიძინა ივანიშვილმა “ფეხი ჩაყო“, ერთეული ადამიანები არიან, ვისთანაც ვერ მოახერხა გარიგება

შემთხვევითი არ არის თამარ ჩერგოლეიშვილის და იაგო ხვიჩიას საერთო მესიჯბოქსი,  – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა განაცხადა. 

 

ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის დიდ  ნაწილთან  ივანიშვილმა მოახერხა გარიგება. 

 

“შემთხვევითი არ არის თამარ ჩერგოლეიშვილის და იაგო ხვიჩიას საერთო მესიჯბოქსი,  რომ მათ თითქოსდა არ სჯერათ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ამბავი, ეს მესიჯბოქსი შემუშავებულია ხელისუფლებაში. ოპოზიციის დიდ ნაწილში  ბიძინა ივანიშვილმა „ფეხი ჩაყო“ ,   ერთეული ადამიანები არიან, ვისთანაც ვერ მოახერხა ოლიგარქმა გარიგება. 

 

როგორ მოხდა, რომ გიგა ბოკერიას მიმართ არასოდეს მართლმაჯულებას  კითხვები არ გაჩენია? მის მიმართ არსებობს კითხვები,  საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა, მაგრამ არადროს მისთვის კითხვა არ დაუსვმთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები