spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თაკო ჩარკვიანი – ყველაფრის დამშლელი, ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი და თან არა უანგაროდ – ეს გიგა ბოკერიაა

“ძალა ერთობის” დამშლელი, ახლაც, ერთობის – გაერთიანების პირველი მტერი ეს გიგა ბოკერიაა!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი წერს.

 

“კვლავ ამბიციები – ბოკერიას ამბიციები (უსაფუძვლო) ჯიბრი,  სხვისი პარტიის ამომრჩევლების ხმების მითვისებაზე ფიქრი, აი, ეს სამარცხვინო გეგმა “ავადმყოფური” ლტოლვა უმაღლესი თანამდებობისკენ, მიშას მიმართ მრავალწლიანი კომპლექსები, საკუთარი დაშლილი პარტია, სხვისი მოპოვებული დივიდენდებით არსებობა პოლიტიკურ “სცენაზე”, სრული  მრავალწლიანი მარცხი, რომელსაც არაფერი ეშველება არასოდეს, რადგან ვერ “გიტანს” ამომრჩეველი, ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება, აი სანამ ამ “პოლიტიკური სურვილებით დაავადებულ” “ცრუ გონებას” არ მივუჩენთ ადგილს, არანაირი ერთობა, არანაირი ერთობა არ იარსებებს! 

 

ყველაფრის დამშლელი, ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი და თან არა უანგაროდ – ეს გიგა ბოკერიაა, დაშლილი პარტიით ბოკერია, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ შევიდა პარლამენტში, რომ მანდატი არ ჰქონდა – სხვა არაფერი! 2016 წელს სხვისი ხმების წამღები, (თავად რაც აქვს კი ხედავთ) მიშა სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს  ხელმძღვანელი, ყველაფრის (თავისი სამარცხვინო საქციელის) სააკაშვილზე და სხვებზე გადამბრალებელი!

 

ძალა ერთობის დამშლელი, (რადგან 2018 წელს “ძალაერთობის” წარმატებული პროექტი ვერ გადაიტანა)ახლაც, ერთობის – გაერთიანების პირველი მტერი ეს გიგა ბოკერიაა!

 

რა ჰქნას ამომრჩეველმა მეტი, როგორ გამოხატოს  მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, არსად არ ემხრობიან, მეტი რა ჰქნას ამორჩეველმა, რა ჰქნას ბრძენმა ხალხმა მეტი?!

 

ტოკსიკოზია ოპოზიციაში! ვალდებული ვარ თქვენს წინაშე, რომ სიმართლე გითხრათ ყოველთვის!ბიძინას არ “ძინავს”!!!!!!!!!!!!!”, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftako.charkviani.14%2Fposts%2F1892738670892843&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”282″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები