spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თაკო ჩარკვიანი – უხერხულია, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია სტაგნაციაშია და მათი ლიდერის მდგომარეობა ციხეში ყოველდღიურად მძიმდება

უხერხულია, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია სტაგნაციაშია და მათი ლიდერის მდგომარეობა  ციხეში ყოველდღიურად მძიმდება, –  ამის შესახებ Front News-ს პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ,  დეპუტატმა  თაკო ჩარკვიანმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, თუ პარტიის თავმჯდომარე არ აქტიურობს, მაშინ ეს საქმე პარტიის საბჭომ უნდა გააკეთოს. 

 

“პრეტენზია მაქვს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან, ნუ ეწყინებათ მათ, მაგრამ იქ მხოლოდ ნიკა მელია არ არის, თუ არ მოსწონთ მისი პასიურობა, იქ არის საბჭო.  უხერხულია, როდესაც ასეთ სტაგნაციაში არიან და მათი ლიდერის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ციხეში  ყოველდღიურად  მძიმდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვების საკითხს, ჩარკვიანი აცხადებს, რომ თუ ეს ოპოზიციის სრული ერთიანობით არ მოხდა, საუკეთესო საჩუქარს გაუკეთებენ მმართველ ძალას. 

 

“თუ დავტოვებთ პარლამენტს, ეს უნდა  მოხდეს მსხვილი ოპოზიციური პარტიისა და სხვა პარტიების კონსოლიდირებით,  სხვა შემთხვევაში,  კვლავ შესრულდება ბოკერია-ივანიშვილის გეგმა, ეს იქნება ახალი სისულელე. საუკეთესო ვარიანტი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, როდესაც იქ რამდენიმე ოპოზიციური დეპუტატი დარჩება, რომლებიც მათ დისკომფორტს არ უქმნიან“, – განაცხადა ჩარკვიანმა.  

 

მისი თქმით, დღესაც პარლამენტის 2 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაპირისპირება ჰქონდა „ოცნების“ დეპუტატთან  მიხეილ ყაველაშვილთან.

 

“დღესაც დისკომფორტი ჰქონდათ 2 კომიტეტის  გაერთიანებულ სხდომაზე, როდესაც უარი ვთქვი მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტის მხარდაჭერაზე და მიზეზებიც განვმარტე, თუმცა მიჭირს თქმა, რომ მათ ეს გაიგეს. 

 

ჩემი გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სხდომის, რომლის მოხსენება იყო „გენდერი და ძალადობა“,   წამყვანად მოგვევლინა ყაველაშვილი, რაც განსაკუთრებით ცინიკურად ჩავთვალე იმ  უბედურებისა და გინების შემდეგ, რომელზეც დღესაც ამბობს, რომ ხალხი ურეკავს და ეუბნება,  რა კარგია,  რომ აგინე დეპუტატებსო. მის შემთხვევაში,  არა მხოლოდ უზრდელობასთან, არამედ გაუნათლებლობასთან და არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე.  

 

ერთადერთი, რაც დარჩა პარლამენტში ყოფნაში დადებითი, ეს არის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და ის შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ სასამართლო რეფორმების გატერებას.  30 წელი კიდევ ვიქნებით ამ მდგომარეობაში, თუ ერთად არ მოვახერხეთ რომ რეფორმა გავატაროთ პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში. რა უფლება აქვს პროკურორს, რომელიც ვერ ასაბუთებს თავისი ქონების წარმომავლობას,  ასამართლებდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კორუფციულ ბრალდებებზე? ასეთი მართლმსაჯულება უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები