ეს პროცესი ერთხელ უკვე დაიწყო უმრავლესობამ და ვერ გაიყვანა ბოლოში, ეს უკვე არის წაგებული ბრძოლა, რომელიც წააგო „ქართულმა ოცნებამ“ და წააგებს მეორედაც, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს პრემიერი და მთავრობა, რომელთაც არ ელაპარაკება დასავლეთიდან, არც ამერიკიდან და არც ევროკავშირიდან არავინ და ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ხვდება ყველა აბსოლუტურად ყველაზე მაღალ დონეზე.
“ეს არის მორიგი აქტი მიმართული ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ და ზოგადად საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს პრემიერი და მთავრობა, რომელთაც არ ელაპარაკება დასავლეთიდან, არც ამერიკიდან და არც ევროკავშირიდან არავინ, ეს გადაწყვეტილებები უკვე არის გახმოვანებული და ნათელი და გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ხვდება ყველა აბსოლუტურად ყველაზე მაღალ დონეზე. ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ აშკარად მიუღებელი მოვლენა. სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება, ეს პროცესი ერთხელ უკვე დაიწყო უმრავლესობამ და ვერ გაიყვანა ბოლოში, ეს უკვე არის წაგებული ბრძოლა, რომელიც წააგო „ქართულმა ოცნებამ“ და წააგებს მეორედაც“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.