spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ ჩუგოშვილი – გერმანელებს უნდათ, ეს ძალიან მკაფიოდ გაიგონ ქართველებმა, რომ ამ პოლიტიკით ევროპამდე ჩვენ ნამდვილად ვერ მივალთ

გერმანია გვეუბნება, რომ ამ პოლიტიკით, რომელსაც დღეს ატარებს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი მომავალი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ვერასდროს ვერ იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან, –  ამის შესახებ იურისტმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი არადიპლომატიური ქმედებებია.

“გერმანია, ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა გვეუბნება, რომ ამ პოლიტიკით, რომელსაც დღეს ატარებს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი მომავალი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ვერასდროს ვერ იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან. ეს გზა იქამდე უბრალოდ, ვერ მიგვიყვანს.

გერმანელებს უნდათ, ეს ძალიან მკაფიოდ გაიგონ ქართველებმა, რომ ამ პოლიტიკით ევროპამდე ჩვენ ნამდვილად ვერ მივალთ.

ეს ძალიან კრიტიკული პოზიცია და გამწვავებული ურთიერთობა საქართველოსა და გერმანიას შორის გამოწვეულია სრულიად არადიპლომატიური ქმედებებით, რომელიც გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელდა უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს წინსვლა ვერ ექნება.

ბუნდესტაგის წევრებმა ხაზი გაუსვეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით რეზოლუციაში წერია, რომ არჩევნები “იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები