spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ ჩუგოშვილი – იმდენად არ არის საქმეში ფაქტობრივი გარემოებები, იმედი მქონდა, რომ მოიტანდნენ მაინც რამეს, მაგრამ არ მოუტანიათ

დღეს დამატებით დავრწმუნდი მხოლოდ იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

 

“ჩვენ რასაც ვისმენთ, ჩემთვის ეს არის მიმართული მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ – ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს. ამიტომ, მარტო მიმყარდება განცდა, ისედაც ვიცოდი, მაგრამ ამაში ვრწმუნდები მხოლოდ და მხოლოდ. მარწმუნებს ეს პროცესიც, მარწმუნებს ისიც, რომ დამატებითი ფაქტობრივი არგუმენტი არ მომისმენია.

 

იმდენად არ არის საქმეში ფაქტობრივი გარემოებები, იმედი მქონდა, რომ მოიტანდნენ მაინც რამეს, მაგრამ არ მოუტანიათ. დილით არ გავაკეთე კომენტარი, მაინტერესებდა, რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები იქნებოდა მოტანილი. არაფერი, აბსოლუტურად ნული. ეს ყველაფერი, რაც გვესმის, არის უმრავლესობის აღქმები, როგორ აღიქვამენ ისინი სხვადასხვა ჩანაწერს და სურვილი, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები