დაიწყებს თუ არა რეპრესიული მექანიზმის გამოყენებას იუსტიციის სამინისტრო, ამას ვნახავთ, გამოჩნდება, მაგრამ ეს უარყოფით გავლენას იქონიებს თვითონ არჩევნების შეფასებაზე, – ამის შესახებ იურისტმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება კანონის პრაქტიკაში მოყვანას ვერ ახერხებდა იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა არ დარეგისტრირდა დადგენილი წესით.
“ჯერჯერობით ამ კანონის პრაქტიკაში გამოყენებას ხელისუფლება ვერ ახერხებდა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების 99% არ დარეგისტრირდა.
დაიწყებს თუ არა რეპრესიული მექანიზმის გამოყენებას იუსტიციის სამინისტრო, ამას ვნახავთ, გამოჩნდება. რეალურად, იუსტიციის სამინისტროს ეს შეუძლია და თუ დაიწყებს რეპრესიული მექანიზმის გამოყენებას, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს თვითონ არჩევნების შეფასებაზე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სარჩელები კი არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.