spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ ჩუგოშვილი – საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები, საერთოდ, არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი

ოხანაშვილს ვურჩევთ, თუ რამის თავი აქვთ, პროცესზე გვეკამათოს. სამი დღეა ზის და საერთოდ ხმა არ ამოუღია სასამართლო პროცესზე, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება და ის, რასაც ისინი ამტკიცებენ არის წარმოუდგენელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს იმას, რომ  მათი მტკიცების მიხედვით, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ურეკავს ტელეფონი არ უნდა აიღოს. ეს აბსურდია. ამაში შევიდა მათი სამართლებრივი დასაბუთება. მეორეა მტკიცებულებები. საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები. საერთოდ, არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მათი პოზიცია არც მტკიცებულებებით არაა გამყარებული.

 

ჩვენ გვაქვს მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულება. ვნახოთ ისინი როგორ მოიქცევიან და მინდა ერთ რამეზე გავაკეთო აქცენტი – ბატონ ოხანაშვილს უთქვამს, რომ პროცესიდან გავიქეცით, ოხანაშვილს ვურჩევთ, თუ რამის თავი აქვთ პროცესზე გვეკამათოს. სამი დღეა ზის და საერთოდ ხმა არ ამოუღია სასამართლო პროცესზე, სამი დეპუტატი ზის  და არაფერი უთქვამთ. ასე რომ, თუ რამის თავი აქვთ პროცესზე გვითხრან”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა გრძელდება. პრეზიდენტი პროცესს არ ესწრება. მისი წარმომადგენლები კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.

 

გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმს 2 კვირა აქვს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

 

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის “ქართულ ოცნებას” საჭირო მხარდაჭერა არ აქვს. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები