spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – 4 ათასზე მეტი შემთხვევა მიუთითებს, რომ მეოთხე ტალღის პიკია

4 ათასზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება.

 

“7 ათასამდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული და დამატებითი კლინიკები ერთვებიან იმისთვის, რომ თუ პაციენტს სჭირდება ჰოსპიტალური მართვა იყოს ჰოსპიტალში. ემატება სასტუმროებიც და ბინაზე 27 000-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი იმისთვის, რომ სატელეფონი ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს და სწრაფად მოხდეს საწყისი შეფასება პაციენტის.

 

მთავარი დაცვის საშუალება არის პირბადის გამოყენება და პროგნოზულად პირბადის გამოყენების გაზრდის შემთხვევაში ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პიკი იყოს შედარებით ხანმოკლე და შემდეგი მატება არ მივიღოთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები