spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის

ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ სტატისტიკა კვლავ მზარდია, ამიტომ, მობილიზებულია დამატებით საწოლფონდი. ამასთან, მიმდინარეობს სასტუმროებთან და ტურიზმის დეპარტამენტთან მუშაობაც.

 

“დღესაც, ეპიდემიური სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. 2400 შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამწუხაროდ, 26 გარდაცვალების მაჩვენებელი. 

 

6000-მდე საწოლია მობილიზებული, გუშინ დაემატა კიდევ საწოლები, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე აღარ მონაწილეობდნენ პროგრამაში იმის გამო, რომ შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე მობილიზდა დამატებით ბავშვთა საწოლები. გარკვეული შეფერხება არის სასტუმროებში პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით. არის ბევრი მსუბუქი, უსიმპტომო შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. დამატებით სასტუმროების მობილიზებაც ხდება, დღე დაემატა 2 სასტუმრო და კიდევ მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ყველა რეკომენდაცია და გამოიყენონ ვირუსის დამარცხების მთავარი მექანიზმი – ვაქცინა. 

 

“ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ ისევ მოსახლეობის მხრიდან. სოციალური ფონი, ასევე ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს. ამის აუცილებლობა დღეს არც არის იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 2415 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები