spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – ძალიან რთული სიტუაციაა, რომელიც დელტა შტამის გავრცელებას უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში დელტა შტამის გავრცელების კუთხით რთული სიტუაციაა შექმნილი, თუმცა სექტორი სრულად მობილიზებულია. 

 

“ძალიან რთული სიტუაციაა, რომელიც დელტა შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომლის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ეს სხვა შტამების შემთხვევაში იყო. 

 

საწოლფონდი მობილიზებულია, რომელსაც რაოდენობა ყოველ დღე ემატება. კიდევ დაახლოებით 1500 საწოლის რეზერვი გვაქვს. ასევე, ემატება დამატებით სასტუმროს ფონდიც. სექტორი სრულად მობილიზებული რჩება”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები