spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია.

 

მისივე თქმით, გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც დაფიქსირებულია არავაქცინირებულ პირებში.

 

“დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დეტალური სტატისტიკა ჰოსპიტალიზებული შემთხვევების, მათ შორის რამდენი იყო ვაქცინირებული პირი, არავაქცინირებული. ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებული. ასევე გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, გარდაცვალების შემთხვევები ისევ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში.

 

“რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, გასულ ტალღებთან მიმართებით მიმდინარე ტალღის პირობებში ჩვენ ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. გარდაცვალების შემთხვევები ისევ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წლის ზემოთ ასაკის პირებში. საბედნიეროდ, სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალების შემთხვევები ერთეულია. მსგავსი ვითარება იყო გასული ტალღების პერიოდში“, – განაცხადა გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები