spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მობილიზებულია, ყოველდღიურად ერთვება დამატებითი საწოლფონდი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით საქართველო ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას გაუთანაბრდა. 

 

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა იყო თითქმის სტაბილურად 3000-მდე, რაც ბუნებრივია, ქმნის სერიოზულ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალურად მობილიზებული, ყოველდღიურად ერთვება დამატებითი საწოლფონდი​. შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას.

 

პრაქტიკულად. ჩვენ უკვე კოვიდკლინიკად გადავაკეთეთ ყველა ის დაწესებულება, რომლებიც პანდემიის პროცესში თავიდანვე იყვნენ კოვიდპაციენტების მიმღები” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მისივე განმარტებით, ვაქცინაციის საშუალო მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში გასამმაგდა.

 

“გასამმაგებულია საშუალო მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და კიდევ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ გააქტიურდეს ვაქცინაცია.

 

მე ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლომდე უნდა გვქონდეს ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის საკმაოდ დიდი პროცენტი უკვე მოცული. საკმაოდ მაღალია მოქალაქეების აქტივობა”, – განაცხადა გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები