spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თამარ გაბუნია – იმედი მაქვს, საღი აზრი ყველას მოგვცემს საშუალებას, დავუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების პროცესებს

“დღევანდელი დღე ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის”, – აღნიშნული განცხადება “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.

 

“კიდევ ერთხელ მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო ოპერატორის გარდაცვალების გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს. ძალიან მძიმე დანაკარგია და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს ამ დანაკარგის სიმძიმეს, ისევე როგორც უერთდება ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას ამ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. დღეს ყველასთვის ძალიან მძიმე დღეა. იმედი მაქვს, საღი აზრი ყველას მოგვცემს საშუალებას, რომ ამ სიტუაციიდან ვნახოთ ერთიანი, კონსტრუქციული გადაწყვეტა და დავუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების პროცესებს, როგორც ეს ყველას მოლოდინია და როგორც ამას ქართული საზოგადოება ელოდება”– განაცხადა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები