spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია, ამასთან, გვაქვს  ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი.

 

“კოვიდპანდემიის დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევების რაოდენობა უკვე აღემატება 1800-ს, ეს გარკვეულწილად არის ჯამური მაჩვენებელი, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზებაც, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიწია დამატებით საწოლების მობილიზება. რაც ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ამ შემთხვევაში, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა შეფერხების გარეშე განხორციელდეს” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები