spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – კვირის ბოლომდე, იგეგმება კიდევ დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე დამატებით ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, იმისათვის რომ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს. 

 

“ბოლო ორი დღის განმავლობაში, ანუ 26 ივლისს და 27 ივლისს ვაქცინირებული პირების რაოდენობა საშუალოდ იყო 14 ათასამდე. ჩვენი სამიზნე არის თითქმის ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, კვირის ბოლომდე, იგეგმება კიდევ დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა, იმისთვის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს 25-30 ათასამდე. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. 

 

გუშინ, ბათუმში გაიხსნა ვაქცინაციის ორი ცენტრი მოლში. დაახლოებით 24 საათი სჭირდება ამგვარი ცენტრის მოწყობას სამედიცინო დაწესებულების გარეთ. ვნახოთ, ამ კვირაში დავაკვირდებით, როგორ იქნება აქტივობა და ამის მიხედვით შემდეგ უკვე სამედიცინო დაწესებულების გარეთ ვიფიქრებთ კიდევ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე”, – აცხადებს თამარ გაბუნია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები