spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – ლაბორატორიულად დადასტურებული “ომიკრონის“ შემთხვევები იმატებს

მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი არის ავად, ბავშვი იქნება ეს, მასწავლებელი თუ თანამშრომელი სასწავლო გარემოში, ის არ უნდა მივიდეს სკოლაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ტესტირების პროცესში სკოლის ექიმები ჩაერთვებიან.

 

“ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევებიც იმატებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია იწყება. სკოლებისთვის მთავარია ყველა იმ რეგულაციის ზედმიწევნით დაცვა, რომელიც მათ დანერგეს. მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი არის ავად, ბავშვი იქნება ეს, მასწავლებელი თუ თანამშრომელი სასწავლო გარემოში, ის არ უნდა მივიდეს სკოლაში. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ტესტირების პროგრამაც აქტიურად გაგრძელდება. სკოლებში სკოლის ექიმები ჩაერთვებიან ტესტირების პროცესში და ესეც მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ სწრაფად მოახდინონ დიაგნოსტირება თუკი ასეთი რისკები იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ. 

 

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები