spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – “ფაიზერით” ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, “ფაიზერით” ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც შესაძლებელი იქნება.

 

“აქამდე “ფაიზერით” ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ “ფაიზერით” ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილებიდან და აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, “ფაიზერით” ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. 

 

თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ “ფაიზერით” ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომელმაც გამოთქვა მზაობა “ფაიზერით” ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

ასევე იყო საუბარი სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. რაიონული ცენტრის დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლეობას სპეციალიზებული სერვისებისთვის. მთავრობის დადგენილებით, ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება, რომ მათ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. საუბარია “სინოვაკით” და “სინოფარმით” აცრების გაფართობაზე სოფლის დონეზე”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები