spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – როგორი ფორმით განახლდება სწავლა სექტემბერში, დამოკიდებული იქნება ეპიდვითარების განვითარებაზე

დღეს გაიხსნა სპეციალურად საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებისთვის გამოყოფილი სივრცეები, სადაც რეგისტრაციის გარეშე, წინასწარ ორგანიზებული აცრით პირველი ჯგუფი აიცრა. იგივე მოხდება ქვეყნის სხვა რეგიონებში, რათა საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

“სექტემბრამდე დარჩენილია სამი კვირა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროის განმავლობაში განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურ ვაქცინაციას ვაწარმოებთ. იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში. დღეს გაიხსნა სპეციალურად ამ ადამიანებისთვის გამოყოფილი სივრცეები, სადაც რეგისტრაციის გარეშე, წინასწარ ორგანიზებული აცრით პირველი ჯგუფი აიცრა. იგივე მოხდება ქვეყნის სხვა რეგიონებში, რათა საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. ყველაფერი სხვა, თუ როგორი ფორმით განახლდება სწავლა სექტემბერში, დამოკიდებული იქნება ეპიდვითარების განვითარებაზე, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, – აცხადებს გაბუნია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები