spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გუგულაშვილი – ამან შეიძლება უფრო მკაფიო და მძაფრი რეაქციები გამოიწვიოს, სანქციები იქნება ეს თუ სხვა ბერკეტები

პრემიერ-მინისტრის განცხადებები ძალიან ცუდ ვითარებაში აყენებს ქვეყანასაც და საკუთარ რეჟიმსაც იმიტომ, რომ ამან შეიძლება უფრო მკაფიო და მძაფრი რეაქციები გამოიწვიოს, სანქციები იქნება ეს თუ სხვა ბერკეტები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გაგრძელდა ევროკავშირის ქვეყნებზე თავდასხმები, შეიძლება უფრო სწრაფად დაუწესონ სანქციები ხელისუფლებას.

“თუ გაგრძელდა ევროკავშირის ქვეყნებზე თავდასხმები, შეიძლება უფრო სწრაფად დაუწესონ სანქციები ჩვენს ამ ე.წ. მთავრობას, ვიდრე აპირებდნენ. ესპანეთი შეუძლებელია, ყოფილიყო “ქართული ოცნების” მხარეს. ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ცალკე გამოყოფენ “ქართულ ოცნებას”.

პრემიერ-მინისტრის განცხადებები ძალიან ცუდ ვითარებაში აყენებს ქვეყანასაც და საკუთარ რეჟიმსაც იმიტომ, რომ ამან შეიძლება უფრო მკაფიო და მძაფრი რეაქციები გამოიწვიოს, სანქციები იქნება ეს თუ სხვა ბერკეტები.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა თქვეს, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია.

ჩემი აზრით, ვინც ჯერ კიდევ ამბობენ, რომ არ იციან არჩევნებზე ზუსტი ინფორმაცია, ამ ადამიანებს სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ”, – განაცხადა თამარ გუუგლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები